Wednesday, July 14, 2010

პროექტი










ბუნება მბრძანებელია

პროექტის სახელწოდება: “ბუნება მბრძანებელია

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ისაუბრებენ წელიწადის დროებისა და თვეების შესახებ, აღწერენ როგორ იცვლება კლიმატი სეზონურად, რა ბუნებრივი მოვლენებია დამახასიათებელი თითოეული სეზონისთვის (წვიმა, თოვლი, ყინვა, სეტყვა, ზვავი, სიცხე, სიცივე, ჭირხლი, გვალვა...)

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაყალიბებთ 4 ჯგუფს, ვირჩევთ ლიდერებს, თითოეული ჯგუფი ამზადებს პრეზენტაციას კონკრეტული დავალების მიხედვით:

1 ჯგუფი- მოიძიებს ზამთრის ამსახველ ფოტომასალას.
2
ჯგუფი- მოიძიებს გაზაფხულის ამსახველ ფოტომასალას.

3 ჯგუფი- მოიძიებს ზაფხულის ამსახველ ფოტომასალას.

4 ჯგუფი- მოიძიებს შემოდგომის ამსახველ ფოტომასალას.

ამასთანავე, იხსენებენ 4 კლასში შესწავლილ ნაწარმოებებს, რომლებშიც წელიწადის სხვადასხვა დროზეა საუბარი.

1. . ინანიშვილი- “შემოდგომის დღე

2. . ლებანიძე- “ზამთრის პირი

3. “ბუნების კალენდარი

4. “დიდი ზამთარი

5. . წერეთელი-“გაზაფხული

თითოეული ჯგუფი მიცემული დავალების შესაბამისად კითხულობს ნაწყვეტს შესწავლილი მასალიდან და საუბრობს სეზონის დამახასიათებელი შრომითი საქმიანობის შესახებ. (ხვნა-თესვა, მკა, ყურძნის კრეფა, კაკლის ბერტყვა, სიმინდის ტეხვა,შეშის მოტანა, პირუტყვისთვის საკვების მომარაგება...)

ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტების გუდაურისა და ბაკურიანის პერსპექტივაზე,

მონაწილეთა ასაკი- 10-11 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა-10 დღე

პროექტის შესაძლო აქტივობები- ჯგუფური მუშაობა (წელიწადის დროების მიხედვით), მოგროვილი მასალის ბლოგზე განთავსება.

მოსალოდნელი შედეგები:

ფოტოალბომი, ინტერვიუები, სასკოლო გამოფენა, შექმნილი ბლოგი

სარგებელი სხვებისათვის:

ბავშვები ეცნობიან წელიწადის დროებს, კლიმატს, ადამიანთა სეზონურ საქმიანობას, ქმნიან ახალ ბლოგებს, რითაც ეჩვევიან კომპიუტერთან მუშაობას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/სასწავლო ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნება-გეოგრაფია, ბავშვებს გაუღრმავდებათ ცოდნა წელიწადის დროების შესახებ, ადამიანთა საქმიანობის შესახებ წელიწადის სხვადასხვა დროს, დაინტერესდებიან ბუნების მრავალფერობნებით, მოძებნიან მსგავს და განმასხვავებელ თავისებურებებს, ისწავლიან ინტერნეტ-პროექტების კეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ელ. ფოსტა: lia.gabidzashvili@gmail.com